Belive

ფაბრიციო რომანო - დემბელე ბარსელონას ტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ოსმან დემბელე "ბარსელონას" 31 იანვრამდე დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ფრანგი ფორვარდი კატალონიურ გრანდს უახლოეს დღეებში დატოვებს. ფაბრიციო რომანო "ბლაუგრანას" დირექტორის - მატეუ ალემანის სიტყვებს ციტირებს. ალემანის მტკიცებით, დემბელე კატალონიურ გრანდში საკუთარ მომავალს ვერ ხედავს.

"ნათელია, რომ ოსმან დემბელეს "ბარსელონას" დატოვება სურს. დემბელე "ბარსელონაში" საკუთარ თავს ვერ ხედავს - მას არ უნდა, რომ ჩვენი პროექტის ნაწილი იყოს. უკვე ვუთხარით, რომ კლუბი დაუყოვნებლივ დატოვოს. ვვარაუდობ, რომ დემბელე 31 იანვრამდე დაგვტოვებს", - აღნიშნავს მატეუ ალემანი.
დემბელე "ბარსელონას" 2017 წელს, €105 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ფრანგ ფეხბურთელში გადახდილი სოლიდური თანხის მიუხედავად, დემბელემ "ბლაუგრანას" მესვეურების იმედები ვერ გაამართლა. "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 87 შეხვედრაში, დემბელემ მხოლოდ 18 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები