Belive

ფაბრიციო რომანო | კოუტინიო პრემიერ ლიგაში ბრუნდება?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ასტონ ვილა" ფილიპე კოუტინიოს აგენტს დაუკავშირდა და ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარით დამატების შესაძლებლობას განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "ასტონ ვილას" მესვეურებს კოუტინიოს იჯარის წესით დამატება სურთ. იმ შემთხვევაში თუ გარიგება შედგა, კოუტინიო "ასტონ ვილას" ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოუტინიოს გუნდში ხილვით პირადად სტივენ ჯერარდია დაინტერესებული. "ასტონ ვილას" წარმომადგენლებსა და ფილიპე კოუტინიოს აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" დატოვებაზე თანხმობა განაცხადა - მაგრამ მისი მომავალი კლუბის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. კოუტინიოს საკუთარ გუნდში ხილვით პრემიერ ლიგის სამი კლუბია დაინტერესებული.

სხვა სტატიები