Belive

ფაბრიციო რომანო: "კულიბალი ჩელსის ფეხბურთელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თანახმად, კალიდუ კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით, "ნაპოლიმ" და "ჩელსიმ" შეთანხმებას მიაღწიეს -  ინგლისური გრანდი სენეგალელი მცველის სანაცვლოდ €40 მილიონს გადაიხდის. ანტონიო რუდიგერის "რეალში" წასვლის შემდეგ, "ჩელსის" უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველი ჰაერივით სჭირდებოდა, კულიბალი კი შესანიშნავი გამოსავალი იყო. ცნობილია, რომ მისი ანაზღაურება წელიწადში €10 მილიონი იქნება. მისი შეძენის მიუხედავად, "ჩელსის" სატრანსფერო რადარში ნათან აკე კვლავ რჩება, რომელსაც "მანჩესტერ სიტიში" თამაში იშვიათად უწევს. ნიდერლანდელმა მცველმა, რომლის სანაცვლოდაც "სიტიმ" "ბორნმუთს" €45 მილიონი გადაუხადა, 2 სეზონში ჯამში 40 მატჩი ჩაატარა (ძირითადად შეცვლებზე). კულიბალის წასვლა მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება "ნაპოლისთვის", რომელიც ასევე ლორენცო ინსინიემ და არკადიუშ მილიკმა დატოვეს. კონტრაქტის ვადა ამოეწურა ასევე დრის მერტენსსაც და დიდი ალბათობით, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

სხვა სტატიები