Belive

ფაბრიციო რომანო | მინო რაიოლა ცოცხალია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მინო რაიოლას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ მინო რაიოლა ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, იგი პირადად ესაუბრა იტალიელი აგენტის ექიმს, რომელმაც დაადასტურა, რომ რაიოლა ცოცხალია. დოქტორი ალბერტო ზანგრილო აღშფოთებულია იმ გარემოებით, რომ ადამიანის მდგომარეობით, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძვის, ფსევდო-ჟურნალისტები ბოროტად სარგებლობენ.

ინფორმაცია საკუთარ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მინო რაიოლამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებული განცხადებით უარყო.

სხვა სტატიები