Belive

ფაბრიციო რომანო: პაულო დიბალა რომას ფეხბურთელია!

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაულო დიბალა რომაული გრანდის ღირსებას დაიცავს. რომანოს მტკიცებით, დიბალას ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ჟოზე მოურინიომ ითამაშა, რომელმაც არგენტინელ ვარსკვლავს პირადად დაურეკა და "რომას" სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. მოურინიოსა და დიბალას შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, ამ უკანასკნელმა "ჯალოროსის" რიგებში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. პაულო დიბალა რომაულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და "რომას" ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ დიბალა რომში ჩაფრინდა. უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმების გავლა იგეგმება, რის შემდეგაც ტრანსფერი გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, "იუვენტუსის" რიგებში გატარებული 7 სეზონის განმავლობაში, დიბალამ ყველა ტურნირზე 293 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 115 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელმა ვარსკვლავმა "ბიანკონერი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

სხვა სტატიები