Belive

ფაბრიციო რომანო - რიშარლისონი ტოტენჰემის ფეხბურთელია!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 25 წლის ბრაზილიელი ფორვარდი - რიშარლისონი, "ევერტონიდან" კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით ტრანსფერი უკვე დახურულია და ბრაზილიელმა ფორვარდმა კონტრაქტის პირობებს ხელი მოაწერა. ამ ტრანსფერს სულ მალე ლონდონური კლუბიც ოფიციალურად დაადასტურებს. გარიგება £50 მილიონი ფუნტი ჯდება, პლუს დანამატები (ბონუსის სახით). რიშარლისონი სამედიცინო შემოწმებას ბრაზილიაში გაივლის.

ბრაზილიელი ფორვარდი "ევერტონში" 2018/2019 წლების სეზონიდან ირიცხება, მას შემდეგ "კანფეტების" შემადგენლობაში 152 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 53 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები