Belive

ფანების მიერ ბალოტელის შეურაცხყოფის გამო ლაციო 20 000 ევროთი დაისაჯა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია A-ს გასულ ტურში რასიზმი კიდევ ერთხელ გამოვლინდა. მარიო ბალოტელი იტალიელი ტიფოზების მსხვერპლი გახდა. "ბრეშას" 29 წლის თავდამსხმელს რასისტული შეურაცხყოფა ამჯერად "ლაციოს" ფანებმა მიაყენეს. მარიომ მე-18 წუთზე რომაელთა კარში გოლის გატანა მოახერხა. გამოძიების თანახმად, აგრესიის პირველი ტალღა გოლიდან მალევე, 21-ე წუთზე დაფიქსირდა, მოგვიანებით კი - განმეორდა. სერია A-ს დისციპლინარული საბჭოს განცხადებით, რასისტი ფანები იდენტიფიცირებულები არიან, "ლაციო" კი 20 000 ევროთი დაჯარიმდა. რამდენიმე დღის წინ, მარიო ბალოტელი ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "ლაციოს" ფანებო, რომლებიც დღეს სტადიონზე იყავით, გრცხვენოდეთ."

View this post on Instagram

Sconfitta che fa male ma ci rifaremo siamo sulla strada giusta. Laziali presenti oggi allora stadio VERGOGNATEVI! #saynotoracism✊🏾🤬 Is a lost that hurt but we will come back stronger and we are on the right way! Lazio fans that were today at the stadium SHAME ON YOU! #saynotoracism ✊🏾

A post shared by Mario Balotelli🇮🇹 🇬🇭👨‍👧‍👦🦁 (@mb459) on

 

სხვა სტატიები