Belive

,,ფაქტს უნდა შეეგუო - ისევ ისე კარგად ვეღარ თამაშობ'' - იუნაიტედის ყოფილმა მეკარემ რონალდუ გააკრიტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა მეკარემ, ბენ ფოსტერმა, ,,წითელი ეშმაკების'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა:

,,ეს ადამიანი 37 წლისაა. ზოგჯერ საკუთარი ეგო გვერდზე უნდა გადადოთ... უბრალოდ, ფაქტს უნდა შეეგუო - ისევ ისე კარგად ვეღარ თამაშობ, ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის ვერ ხვდები, მაგრამ, მიდიხარ პირს მორგანთან და საჯაროდ იქექები ბინძურ საცვლებში.

ის უსიამოვნო განცდას ტოვებს. მიმაჩნია, რომ ასეთი საქციელი მის მემკვიდრეობას ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' და არამხოლოდ, ჩრდილს აყენებს. არ არის საჭირო ამ ყველაფერზე საუბარი. ვფიქრობ, ეს მის მანჩესტერულ კარიერაში ბოლო ლურსმანია,'' - განაცხადა ფოსტერმა.

კრიშტიანუ რონალდუმ პირს მორგანთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' უღალატა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, პატივს არ სცემს.

პორტუგალიელის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, გუნდი არ განვითარებულა.

მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები