Belive

ფედერიკო ბერნარდესკიმ კარიერა, შესაძლოა, MLS-ში გააგრძელოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილი ფეხბურთელი, ფედერიკო ბერნარდესკი MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა. Espn-ის ჟურნალისტის, ტეილორ ტველმანის, ცნობით, იტალიელი, რომელიც ივნისის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კონტრაქტს ,,ტორონტოსთან'' გააფორმებს. ინფორმაცია ბერნარდესკის კანადურ კლუბში შესაძლო გადასვლაზე სარწმუნო იმიტომაც არის, რომ ,,ტორონტომ'' უკვე ხელშეკრულება ორ იტალიელ ფეხბურთელთან - ლორენცო ინსინიესთან და დომენიკო კრიშიტოსთან გააფორმა. ფედერიკო ბერნარდესკი ,,იუვენტუსში'' 2017 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 28 წლის შემტევმა, ,,ბებერი ქალბატონების'' მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.