Belive

ფედერიკო კიეზა - ყველაზე ძვირადღირებული იჯარით შეძენილი ფეხბურთელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსსა" და "ფიორენტინას" შორის შემდგარი გარიგება სერია ა-მ ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ფედერიკო კიეზა "იუვენტუსს" იჯარის სახით შეუერთდა. იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ კიეზას სატრანსფერო ხელშეკრულების საკმაოდ საინტერესო დეტალები გაასაჯაროვა. დი მარციოს მტკიცებით, "ბიანკონერი" პირველ წელს 2 მილიონ ევროს გადაიხდის. იჯარის მეორე წელს ტურინელები 8 მილიონ ევროს გადაიხდიან. იმ შემთვევაში თუ საიჯარო ხელშეკრულების ვადის პერიოდში "ბიანკონერი" ოთხეულში მოხვდება, კიეზა კი სეზონის განმავლობაში ჩატარებული მატჩების 60%-ში, მინიმუმ 30 წუთით მიიღებს მონაწილეობას, ასევე შეძლებს 10 გოლის გატანასა და 10 საგოლე გადაცემის შესრულებას ტურინელებს მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლებათ. შეიძლება ითქვას, რომ "ბიანკონერის" ფედერიკო კიეზას შეძენა 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით 10 მილიონი ევრო დაემატება.

სხვა სტატიები