Belive

ფეიენოორდის ფეხბურთელები შესაძლო დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, "დინამო თბილისისა" და "გაბალას" შორის გამარჯვებული როტერდამის "ფეიენოორდს" შეხვდება. ამასთან დაკავშირებით ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელებმა პირველი კომენტარი გააკეთეს სტივენ ბერგჰუისი: "დიდი უპირატესობაა რომ ორივე გუნდის შეხვედრას წინასწარ ვნახავთ, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ, რომ ვიცოდეთ თუ რას უნდა ველოდეთ მათგან " ერიკ ბოტეგინი: " "დინამო თბილისის" შემთხვევაში მათი უპირატესობა ისაა, რომ საქართველოში სეზონი მიმდინარეობს და მათ ნაპოვნი აქვთ საკუთარი რიტმი. საბედნიეროდ ჩვენ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ვითამაშეთ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ , მათ შორის ერედივიზიონის წარმომადგენლის როტერდამის "სპარტას" წინააღმდეგ. ამის შემდეგ ჩვენ ვიცი თუ რა ფორმაში ვართ. " "დინამოსა" და "გაბალას" შორის გამარჯვებული პირველ მატჩში სტუმრად "დე კუიპზე" 8 აგვისტოს ითამაშებს, განმეორებითი მატჩი საქართველოში ან აზერბაიჯანში 15 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები