Belive

შესაძლოა ფეხბურთელები გადაფურთხებისთვის დაისაჯონ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ჩემპიონატების ნაწილი გაუქმდა. ზოგიერთ ქვეყანაში ფეხბურთის განახლებას კი გეგმავენ, მაგრამ როდისთვის იქნება ეს შესაძლებელი, უცნობია. FIFA-ს სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს საინტერესო განცხადება გააკეთა. შესაძლოა, საფეხბურთო მოედანზე დაბრუნების შემდეგ მოთამაშეები მინდორზე გადაფურთხებისთვის დაისაჯონ. "ეს ძალიან ცნობილი პრაქტიკაა, რომელიც საკმაოდ არაჰიგიენურია და ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ როდესაც ფეხბურთს ისევ დავიწყებთ, თავი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. კითხვა იმაში მდგომარეობს, შესაძლებელია თუ არა ეს. შესაძლებელია, ფეხბურთელები ყვითელი ბარათით დაისაჯონ," - განაცხადა მიჩელ დ'ჰუუგმა.

სხვა სტატიები