Belive

ფეხბურთელები, რომელთა სატრანსფერო ღირებულებაც 2020 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საფეხბურთო სამყაროს ყოველწლიურად ახალგაზრდა ტალანტები ემატებიან, მათთან დაკავშირებული მოლოდინები დიდია და ექსპერტები უმეტესობას ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ. ხშირია შემთხვევები, როცა მოთამაშეები გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ და იმ დონის ფეხბურთს ვერ თამაშობენ, რასაც მათგან მოელოდნენ. რა განსაზღვრას იმას, არის თუ არა ფეხბურთელი მაღალი დონის მოთამაშე ან ვარსკვლავი? ერთ-ერთ კრიტერიუმად რომელიმე გრანდში თამაში შეგვიძლია მივიჩნიოთ, ასევე მათი სტატისტიკა - იქნება ეს გატანილი გოლები, შედეგიანი გადაცემები თუ გუნდისთვის სასარგებლო ქმედებები. მაგრამ ერთი კრიტერიუმი, რომელიც აშკარად მიუთითებს, რომ ფეხბურთელი პროგრესირებს და მოლოდინებს ამართლებს, არის სატრანსფერო ღირებულება. ეს მხოლოდ ახალგაზრდა ტალანტებს არ ეხებათ, სატრანსფერო ღირებულებით შეგვიძლია შევაფასოთ უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი მოთამაშეებიც. ამისათვის საჭიროა ვნახოთ, თუ რამდენით მოიმატა კონკრეტული ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ. გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელთა სატრანსფერო ღირებულებამაც ყველაზე მეტად მოიმატა 2020 წელს. ჩამონათვალი :  10. მარკოს ლორენტე (ღირებულების ზრდა 18 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: 36 მილიონი ფუნტი მარკოს ლორენტემ 2020 წლის სეზონი "ატლეტიკოში" მშვენივრად ჩაატარა, ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო, როცა ლორენტე "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ცვლილებაზე შემოვიდა და დუბლი გაიფორმა, რითიც "ატლეტიკო" მეოთხედფინალში გაიყვანა. ლორენტე უნივერსალური ნახევარმცველია, მას გუნდის გაძლიერება როგორც შეტევაში, ისე დაცვაში შეუძლია. 9. ტეო ერნანდესი (ღირებულების ზრდა 18 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: 40.5 მილიონი ფუნტი "მილანის" 23 წლის მარცხენა მცველმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ერნანდესმა სერია ა-ს 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გატანილ გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 8. ფედერიკო ვალვერდე (ღირებულების ზრდა 18 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: 63 მილიონი ფუნტი "მადრიდის რეალის" ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად მოთამაშე ფეხბურთელი ნამდვილად ამართლებს საკუთარ რეპუტაციას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველი. 22 წლის ვალვერდეს უკვე 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში. 7. ბუკაიო საკა (ღირებულების ზრდა 19.8 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: 31.5 მილიონი ფუნტი 19 წლის უნივერსალი ფეხბურთელი, რომელიც არტეტას მარხცენა ფლანგზე ჰყავს გამწესებული. საკა მშვენივრად გამოიყურება როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. 6. ალესანდრო ბასტონი (ღირებულების ზრდა 19.8 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: 40.5 მილიონი ფუნტი 5. მეისონ გრინვუდი (ღირებულების ზრდა 22.5 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: (40.5 მილიონი ფუნტი) 19 წლის შემტევი ერთნაირად კარგად ფლობს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფეხს. უდავოა, რომ გრინვუდი ძალიან დიდი პოტენციალის პატრონია. 4. ლუკას ოკამპოსი (ღირებულების ზრდა 22.5 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: 45 მილიონი ფუნტი 3. ერლინგ ჰოლანდი (ღირებულების ზრდა 31.5 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: 72 მილიონი ფუნტი 2. ანსუ ფატი (ღირებულების ზრდა 36 მილიონი ფუნტი)
სატრანსფერო ღირებულება: 72 მილიონი ფუნტი 1. ალფონსო დევისი (ღირებულების ზრდა 49.5 მილიონი)
სატრანსფერო ღირებულება: 72 მილიონი ფუნტი "ბაიერნის" ტრიუმფალურ სეზონში ახალგაზრდა კანადელმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა დაცვის მარცხენა ფლანგზე, დევისი გუნდს შეტევაშიც დიდ დახმარებას უწევდა.

სხვა სტატიები