Belive

ფეხბურთელები, რომლებიც აიაქსისა და ტოტენჰემის ღირსებას იცავდნენ

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "აიაქსი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. ფეხბურთის გულშემატკივრები საინტერესო, სანახაობრივი და დაძაბული მატჩების მოლოდინში არიან. "ტოტენჰემის" შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშეა, რომლებმაც სახელი სწორედ "აიაქსიდან" გაითქვეს.

#1 ტობი ალდერვაირელდი

30 წლის ბელგიელი ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ღირსებას იცავს, თუმცა მისი პროფესიონალური კარიერა სწორედ "აიაქსში" დაიწყო. ალდერვაირელდი ამსტერდამში 2008-13 წლებში თამაშობდა. "აიაქსის" შემადგენლობაში მან 186 მატჩი ჩაატარა და 15 ბურთის გატანა შეძლო, რაც ცენტრალური მცველისთვის არც ისე ცუდი შედეგია. "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ტობი 2015 წლიდან თამაშობს.
toby-alderweireld-ajax

#2 იან ვერტონგენი

ბელგიის ნაკრების კიდევ ერთი წევრი, იან ვერტონგენი ახლა "ტოტენჰემის" ღირსებას იცავს, თუმცა იყო დრო, როდესაც ის "აიაქსის" კაპიტანი გახლდათ. მისი პროფესიონალური კარიერაც ამსტერდამულ კლუბში დაიწყო. ვერტონგენი "ამსტერდამ არენაზე" 2006-12 წლებში თამაშობდა. "აიაქსის" შემადგენლობაში 220 თამაში ჩაატარა და 28 ბურთი გაიტანა. "ტოტენჰემში" ის 2012 წლიდან ასპარეზობს.

#3 კრისტიან ერიკსენი

დანიის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი, გუნდის ლიდერი კრისტიან ერიკსენი "აიაქსში" თამაშობდა. ის ამსტერდამელთა ღირსებას 2010-13 წლებში იცავდა. "აიაქსის" შემადგენლობაში 162 მატჩი ჩაატარა და 32 ბურთი გაიტანა.

#4 დავინსონ სანჩესი

კოლუმბიის ნაკრების ცენტრალური მცველი, დავინსონ სანჩესი "ტოტენჰემის" ღირსებას იცავს, თუმცა ვერტონგენის, ერიკსენისა და ალდერვაირელდის მსგავსად, ისიც "აიაქსში" თამაშობდა. სანჩესი ამსტერდამულ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი იყო. 2016-17 წლებში მან 47 მატჩი ჩაატარა და 7 ბურთი გაიტანა.
  გარდა ამ ოთხი მოთამაშისა, "აიაქსისა" და "ტოტენჰემის" შემადგენლობას ისეთი ფეხბურთელებიც იცავდნენ, რომლებმაც კარიერა უკვე დაასრულეს.

რაფაელ ვან დერ ვაარტი

ჰოლანდიელი ნახევარმცველი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია. მისი პროფესიონალური კარიერაც სწორედ აქ დაიწყო. 2000-05 წლებში ვან დერ ვაარტმა "აიაქსის" შემადგენლობაში 156 თამაში ჩაატარა და თავის გამოჩენა 63-ჯერ მოახერხა. "ტოტენჰემში" კი ის 2010 წელს გადავიდა და 2013 წლამდე ითამაშა. ლონდინელთა რიგებში ისეთი შედეგიანი ვერ იყო. ჩაატარა 77 თამაში და გაიტანა 28 ბურთი.

#ედგარ დავიდსი

ლეგენდარული ჰოლანდიელი მოთამაშე, "აიაქსის" აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი ედგარ დავიდსია. მან ამსტერდამელთა შემადგენლობაში 1991-96 წლებში ითამაშა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. ჩაატარა 155 თამაში და მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო. "ტოტენჰემში" მხოლოდ 2 სეზონი გაატარა. ლონდონში 2005-07 წლებში ითამაშა. "ტოტენჰემის" მაისური 44-ჯერ მოირგო და მხოლოდ 1 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები