Belive

ფეხბურთელები, რომლებიც ბაიერნმა გერმანული გუნდებიდან შეიძინა

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" გერმანული ფეხბურთის გრანდია და გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელების ოცნებაც სწორედ "რეკორდმაისტერის" ღირსების დაცვაა. ამით "ბაიერნი" სარგებლობს და სხვადასხვა გუნდების ლიდერები თავისთან გადაყავს. ასე მაგალითად:

#1 მანუელ ნოიერი (შალკედან ბაიერნში - 2011 წელი)

მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი მეკარე, გუნდის ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი მიუნხენელებმა 2011 წელს "შალკედან" შეიძინეს. ნოიერი "შალკეში" 2006 წლიდან თამაშობდა. "ბაიერნის" შემადგენლობაში მან უკვე 325 თამაში ჩაატარა.

#2 რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდიდან ბაიერნში - 2014 წელი)

მიუნხენის "ბაიერნმა" 2014 წელს თავდასხმის გაძლიერება გადაწყვიტა და დორტმუნდის "ბორუსიადან" გუნდის ლიდერი, პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გადაიყვანა. ლევანდოვსკის საოცარი სეზონი ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა. მანამდე, ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" პოკერი შეუსრულა. პოლონელმა ფეხბურთელმა "ბაიერნის" შეტევის ხაზიც გააძლიერა და გოლს გოლზე იტანს. ის მიუნხენელთა ერთ-ერთი ლიდერია.

#3 მატს ჰუმელსი (დორტმუნდიდან ბაიერნში - 2016 წელი)

გერმანელი ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი საოცარ სეზონს ატარებდა "ბორუსიაში" და ბოლოს ისიც "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდა. ჰუმელსი სწორედ მიუნხენური კლუბის აღზრდილია. ჰუმელსისა და ბოატენგის წყვილი დაცვის ცენტრში ძალიან ძლიერ ტანდემს ქმნის, რაც "ბაიერნის" თამაშსაც ეტყობა.

#4 ნიკლას ზულე (ჰოფენჰაიმიდან ბაიერნში - 2017 წელი)

კიდევ ერთი გერმანელი მცველი, რომელიც "ბაიერნმა" შეიძინა ამჯერად "ჰოფენჰაიმიდან", ნიკლას ზულეა. ზულე საკუთარ გუნდში გამორჩეული მოთამაშე იყო და სწორედ ამიტომ მიუნხენელთა ყურადღებაც დაიმსახურა. ზულე ხშირად ხვდება ძირითად შემადგენლობაში.

#5 სერჟ გნაბრი (ვერდერიდან ბაიერნში - 2017 წელი)

გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" ახალგაზრდა შემტევი, სერჟ გნაბრი, რომელიც 2017 წლამდე "ვერდერის" საკუთრება იყო. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ბოლო პერიოდში "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ხვდება.

#6 ლეონ გორეცკა (შალკედან ბაიერნში - 2018 წელი)

გერმასნელი ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა "ბაიერნის" მოთამაშე ზაფხულში გახდა. ის "რეკორდმაისტერამდე" "შალკეს" ღირსებას იცავდა. მას გერმანიის ნაკრებში უკვე უხმეს და "ბაიერნმაც" არ დააყოვნა და ნიჭიერი 23 წლის მოთამაშე თავის რიგებში გადაიყვანა.

#7 ბენჟამენ პავარი (შტუტგარტიდან ბაიერნში -2019 წელი)

უნიჭიერესი ფრანგი მარჯვენა მცველი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მთავარი აღმოჩენა გახდა. პავარი "შტუტგარტის" ღირსებას იცავს ჯერ კიდევ და ზაფხულში "ბაიერნს" შეუერთდება.
   

სხვა სტატიები