Belive

ფეხბურთელები რომლებიც ჩელსის სურს სატრანსფერო ბანის ამოწურვის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ საღამოს მსოფლიო სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ჩელსის სატრანსფერო ბანი მოუხსნა. "არისტოკრატებს" ფეხბურთელების შეძენა იანვარში შეეძლებათ. დღეს კი ვრცელდება იმ ფეხბურთელების გვარები, რომლების შეძენასაც "ჩელსი" შეეცდება. საუბარი არის "დორტმუნდის ბორუსიას" შემტევ ნახევარმცველზე ჯეიდონ სანჩოზე. თავად ინგლისელი აცხადებს, რომ იგი ბავშვობიდან "ჩელსის" გულშემატკივარია, რაც ტრანსფერის განხორციელების ალბათობას ზრდის. ლონდონელებს ასევე ვილფრიდ ზაჰას და ბენ ჩილველის შეძენა სურთ. სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით ფრენკ ლამპარდს ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტრანსფერებისთვის 150 მილიონი ევროს გამოუყოფს.

სხვა სტატიები