Belive

ფეხბურთელები რომლებიც ერთად თამაშობდნენ და თითქმის არავინ იცის

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

დღევანდელ სტატიაში გაეცნობით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ერთად, ერთ გუნდში თამაშობდნენ, მაგრამ თითქმის არავინ იცის.

ადელ ტაარაბტი და კაკა

1
ტაარაბტი "მილანში" 2014 წელს იჯარის წესით ასპარეზობდა. იმ პერიოდში ბრაზილიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალიდან" დაბრუნდა და იტალიურ გრანდს შეუერთდა. ამ ფეხბურთელებმა ერთად 14 მატჩში მიიღეს მონაწილეობა

პეპ გვარდიოლა და ფრანჩესკო ტოტი

2001 წელს "ბარსელონას" დატოვების შემდეგ, პეპ გვარდიოლა "ბრეშას" შეუერთდა, ხოლო შემდეგ "რომაში" გადავიდა, სადაც ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტისთან ერთად ასპარეზობდა. ტოტიმ და გვარდიოლამ ერთად მხოლოდ 3 თამაშში მიიღეს მონაწილეობა.

ია ია ტურე და რივალდო

ია ია ტურე "ბარსელონაში" გადასვლამდე ბრაზილიელ ლეგენდასთან, რივალდოსთან ერთად "ოლიმპიაკოსში" ასპარეზობდა. რივალდომ და ტურემ ერთად 20 თამაშში მიიღეს მონაწილეობა.

ვილფრიდ ზაჰა და ედგარ დავიდსი

ედგარ დავიდსმა 2010/2011 წლის სეზონში "კრისტალ პალასის" რიგებში 7 მატჩი ჩაატარა. იმ პერიოდში კარიერას ვილფრიდ ზაჰა სწორედ ლონდონურ კლუბში იწყებდა. ერთად ამ ორმა ფეხბურთელმა 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ჰარი კეინი და ჯეიმი ვარდი

  რთული წარმოსადგენია ეს ორი ფეხბურთელი ერთად, თუმცა 6 წლის წინ კეინი და ვარდი "ლესტერის" სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ და თავის შანსს ელოდებოდნენ.

კრიშტიანუ რონალდუ და ფაბინიო

დღეს ფაბინიო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნახევარმცველად ითვლება, მაგრამ 2013 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" იჯარის წესით ასპარეზობდა და რონალდოსთან ერთად მხოლოდ 1 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ეს თამაში "ბლანკოსმა"  "მალაგას" 6:2 სძლია.

მესუთ ოზილი და ივან რაკიტიჩი

  მესუთ ოზილმა პროფესიონალური კარიერა შალკეში დაიწყო და 2007 წელს მასთან ერთად რაკიტიჩიც შეუერთდა გუნდს. ერთად ამ ორმა ფეხბურთელმა 15 თამაშში მიიღო მონაწიელობა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი და კურტ ზუმა

ეს ორი ფეხბურთელი ერთად 2011 წელს "სენტ-ეტიენში" თამაშობდა. ამის შემდეგ მათი კარიერა წარმატებით განვითარდა.

შონ-რაით ფილიფსი და ჯორჯ ვეა

ჯორჯ ვეა თამაშობდა, როგორც "ჩელსიში" ასევე "მანჩესტერ სიტიში". ასევე რაით ფილიფსიც კარიერას საწყის ეტაპზე "მანჩესტერ სიტიში" აღმოჩნდა და ამ ორ ფეხბურთელს  მხოლოდ 45 წუთი აქვთ ერთად ნათამაშები "ჩარლტონთან" შეხვედრაში.

სერხიო აგუერო და დავიდ დე ხეა

"მანჩესტერულ" გუნდებში გადასვლამდე დე ხეა და აგუერო მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდნენ. ამ ორ ფეხბურთელს ერთად 71 შეხვედრაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

აარონ რემზი და ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი

ეს ორი ფეხბურთელი ერთად "კარდიფ სიტიში" ასპარეზობდა. მათ ერთად 14 მატჩი აქვთ ჩატარებული.

დევიდ ბექჰემი და დევიდ მოიესი

  დევიდ ბექჰემმა "პრესტონის" რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. იმ დროს "პრესტონში" დევიდ მოიესიც ასპარეზობდა. მოიესმა საფეხბურთო კარიერა სწორედ ხსენებულ კლუბში 1999 წელს. დაასრულა.

ტიერი ანრი და იონ არნე რიისე

ამ ორ ფეხბურთელს მრავალი წლის განმავლობაში პრემიერ ლიგაში ერთმანეთის მეტოქეებად ვხედავდით, მაგრამ იყო დრო, როდესაც ფრანგი და ნორვეგიელი "მონაკოს" ღირსებას იცავდნენ. ეს ყველაფერი 1998/1999 წლის სეზონში ხდებოდა.

ენტონი მარსიალი და დეიან ლოვრენი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ ორმა ფეხბურთელმა მოასწრო ერთად თამაში "ლიონის" შემადგენლობაში. მათ 2012/2013 წლის სეზონში "აიაჩოს" წინააღმდეგ ერთად მხოლოდ 11 წუთი ითამაშეს.

ედენ აზარი და პატრიკ კლუივერტი

  ეს ორი ფეხბურთელი ერთად "ლილში" ასპარეზობდა. აზარი იხსენებს მის ურთიერთობას ლეგენდარულ ჰოლანდიელთან: " მახსოვს ერთხელ სავარჯიშო დარბაზში შევედი და პატრიკი დაუღალავად შრომობდა. მე კი აბსოლიტურად არაფერს ვაკეთებდი. ამის დანახვაზე კლუივერტმა დამიძახა და მითხრა, რომ მიდი ედენ გააკეთე რამე ! შენ ეს გჭირდება !" " მე ასევე მახსოვს იმ პერიოდში ჩემი ფიქრები. ვფიქრობდი, რომ თუ კლუივერტმა მე ეს მითხრა, ესეიგი ასე არის საჭირო და მე უნდა ვიმუშავო ბევრი, რომ მივაღწიო წარმატებას. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ ფეხბურთი მარტივი არ არის და აუცილებლად ბევრი მუშაობა არის საჭირო, რომ რაიმეს მივაღწიო.

დანი ალვეში და სერხიო რამოსი

  ყველას კარგად ახსოვს ამ ორი ფეხბურთელის დაპირისპირებები "ელ კლასიკოში", თუმცა იყო დრო, როდესაც ალვეში და რამოსი ერთად სევილიას ღირსებას იცავდნენ.

რადამელ ფალკაო და ალექსის სანჩესი

    ალექსის სანჩესი გულშემატკივარმა ძირითადად "უდინეზედან" გაიცნო, თუმცა იტალურ გუნდში გადასვლამდე ჩილელი ფეხბურთელი "რივერ პლეიტში" ასპარეზობდა, სადაც იმავე პერიოდში კოლუმბიელი ვარსკვლავი რადამელ ფალკაო ირიცხებოდა. ერთად მათ 25 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

სხვა სტატიები