Belive

ფეხბურთელები, რომლებიც მდიდარ ოჯახებში გაიზარდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყაროს უამრავი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც უმაღლესი კლასის მოთამაშეები ღარიბ ოჯახში დაიბადნენ. ბევრი მათგანს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ სათამაშოდ ბუცები ეყიდა. ცხადია, არსებობს განსხვავებული მაგალითებიც. გთავაზობთ იმ ტოპ კლასის ფეხბურთელების ისტორიებს, რომლებიც მდიდარ ოჯახებში გაიზარდნენ.

უგო ლორისი "ტოტენჰემის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის მამა საინვესტიციო ბანკირია, ხოლო დედა, მარია - წარმატებული იურისტი. ცნობილია ისიც, რომ ფრანგი მეკარე ბავშვობაში ყოველდღიურ წვრთნებს გადიოდა ჩოგბურთში.

რობინ ვან პერსი ჰოლანდიელი ლეგენდის მშობლები არტისტები არიან. მამა, ბობი, ცნობილი მოქანდაკეა, ხოლო დედა, ხოსე რასი - მხატვარი და დიზაინერი

ჟერარდ პიკე კატალონიელმა მცველმა "ბარსელონაში" ყველაფერი მოიგო და კოლუმბიელ მომღერალ, შაკირაზე დაქორწინდა. პიკეს მამა, ხოანი იურისტი და ბიზნესმენია, ხოლო დედა, მონტსერატი - ბარსელონაში მდებარე საავადმყოფოს დირექტორი. გეტყვით, რომ ჟერარდის ბაბუა, ამადორ ბერნაბეუ "ბარსელონას" ყოფილი დირექტორია.

მარიო გიოტცე გერმანელი ფეხბურთელის მამა საკმაოდ ცნობილი პროფესორია. იურგენი დორტმუნდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დირექტორია, ხოლო 90-იან წლებში ის პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის წევრი გახლდათ.

ანდრეა პირლო მაესტროს მამამ 1982 წელს ბრეშაში ფოლადის ქარხანა დააფუძნა. "იუვესა" და "მილანის" ყოფილი ნახევარმცველი ოჯახურ ბიზნესში წილს ახლაც ფლობს.

სხვა სტატიები