Belive

ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არჩევანი მესის და რონალდუს შორის გააკეთეს

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება რომელია უკეთესი ფეხბურთელი, რონალდუ თუ მესი. ამ თემაზე კამათი ყოველთვის მიდის და საბოლოოდ ვერავინ თანხმდება. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების და მწვრთნელების არჩევანს რონალდუს და მესის შორის. დიეგო მარადონა - მესი მარადონას, კრიშტიანუ ძალიან უყვარს, მაგრამ მისი პატრიოტიზმი არ აძლევს საშუალებას, რომ პორტუგალიელი აირჩიოს. - "არ მახსენდება, რომ მესის ცუდად ეთამაშოს. მე ვირჩევ ლიონელს" - განაცხადა მარადონამ.
პოლ სქოულზი - მესი სქოულზმა, რონალდუსთან ერთად, "იუნაიტედში" 6 სეზონის განმავლობაში ითამაშა, მაგრამ მისი აზრით მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. - "მესი არის საუკეთესო, რონალდუ კი ბრილიანტია" - განაცხადა სქოულზმა
მომენტი, როდესაც მესიმ ინგლისელი ფეხბურთელი "არ დაინდო."   დევიდ ბექჰემი - მესი ბექჰემიც და რონალდუც, მსოფლიომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაიცნო. ინგლისელი ლეგენდარული ფეხბურთელის აზრით, მესი უფრო სრულყოფილია ვიდრე რონალდუ. - "საფეხბურთო სამყაროსთვის, ორივე ფეხბურთელის ყოლა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მესი მაინც უკეთესია" - განაცხადა ბექჰემმა
რობერტო კარლოსი - რონალდუ ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი სულით მადრიდისტაა და რთულად წარმოსადგენია, რომ მას მესი აერჩია. - "ყოველდღე ვუყურებ, თუ როგორ ვარჯიშობს კრიშტიანუ. რასაც ის აკეთებს საოცარია. მას უნდა რომ ყოველდღე განვითარდეს და იყოს საუკეთესო. ამისთვის კი ბევრს შრომობს. სწორედ ეს განასხვავებს მესისგან." - განაცხადა კარლოსმა  
სერ ალექს ფერგიუსონი - რონალდუ  ყველას კარგად მოეხსენება, რომ კრიშტიანუ, სწორედ ფერგიუსონმა აღმოაჩინა და გაზარდა. ლეგენდარულ მწვრთნელს არაერთხელ უთქვამს თავის ინტერვიუებში, რომ მისთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუ არის. - "არ გამკიცხოთ, რადგან მე მესის არ ვირჩევ. მას აქვს შესანიშნავი ბურთის კონტროლი, მაგრამ ის არის "ბარსელონას" ფეხბურთელი. კრიშტიანუს კი შეუძლია ერთნაირად ითამაშოს ნებისმიერ კლუბში" - განაცხადა ფერგიუსონმა
პელე - რონალდუ - "ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუა. ის საოცრად შრომისმოყვარე და ორგანიზებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს მესიც, მაგრამ კრიშტიანუ პირველია" - განაცხადა პელემ
მარკო ვან ბასტენი - მესი - "კრიშტიანუ საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ ვინც ამბობს, რომ ის მესის ჯობია, მან ფეხბურთი არ იცის. მესისნაირი ფეხბურთელი საუკუნეში ერთხელ იბადება." - განაცხადა ვან ბასტენმა
ზინედინ ზიდანი - რონალდუ  ზიდანმა და რონალდუმ ერთად საოცრება მოახდინეს. მათ ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. - "შეუძლებელია სიტყვებით აღწერო კრიშტიანუ. რასაც ის აკეთებს შეუძლებელია. მესის პატივს ვცემ, მაგრამ რონალდუ მასზე მაღლა დგას. კრიშტიანუ ჩემზე კარგი ფეხბურთელიც არის" - განაცხადა ზიდანმა
კილიან მბაპე - რონალდუ ფრანგი ვარსკვლავი არასდროს მალავდა რონალდუს მიმართ სიმპატიებს. ბავშვობაში მბაპეს, თავის ოთახში რონალდუს პლაკატები ჰქონდა გაკრული - "მე ყოველთვის კრიშტიანუს ავირჩევ. ის ჩემი იდეალია. - განაცხადა მბაპემ
ზლატან იბრაჰიმოვიჩ - მესი შვედი ფეხბურთელი თვლიდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე თვითონ იყო იქამდე, სანამ "ბარსელონაში" არ გადავიდა და მესისთან ერთად ვარჯიში არ დაიწყო. - "არ ვიცი ოდესმე გამოჩნდება თუ არა ვინმე, ვინც მესისნაირად ითამაშებს. მას ღვთისგან ბოძებული ნიჭი აქვს. რაც შეეხება რონალდუს, მან წარმატებას შრომით და ვარჯიშით მიაღწყია. მე მესის ვირჩევ" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა
ფაბიო კაპელო - მესი - "რონალდუ საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ მესი არის გენიოსი. მსოფლიოში არსებობს სამი გენიოსი ფეხბურთელი. პელე, მარადონა და მესი." - განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა
რონალდინიო - მესი რონალდინიო და მესი ერთ დროს "ბარსელონაში" ერთად თამაშობდნენ. - "სამწუხაროდ, მესისთან ერთად დიდ ხანს ვერ ვითამაშე. ვისურვებდი, რომ არგენტინელთან ერთად წლების განმავლობაში მეთამაშა, მაგრამ ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც მე "ბარსელონა" დავტოვე. ის ისტორიაში საუკეთესოა. არავის შეუძლია ის, რასაც მესი აკეთებს." - განაცხადა რონალდინიომ
დიეგო სიმეონე - მესი - "შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემს გუნდში რომელიმე მათგანის ხილვის, მესის ვისურვებდი." - განაცხადა სიმეონემ
რონალდო - მესი რონალდო, რომელიც "ბარსელონაშიც" და "რეალშიც" თამაშობდა, თვლის, რომ მესი უკეთესი ფეხბურთელია. - "ორივე ფეხბურთელი უცხოპლანეტელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მესი უფრო სრულყოფილია. მისი თამაში, აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელის თამაშისგან განსხვავდება და მე ის ძალიან მომწონს." - განაცხადა რონალდომ
იურგენ კლოპი - მესი - "ჩემს ტელეფონში, მხოლოდ ერთი "სელფი" მაქვს და ისიც მესისთან ერთად. არადა ოთახში, სადაც სურათი გადავიღე, რონალდუც იმყოფებოდა." - განაცხადა კლოპმა
უეინ რუნი - მესი ალბათ ყველასთვის მოულოდნელი იყო ინგლისელის არჩევანი, რადგან რუნი და რონალდუ "იუნაიტედში" წლების განმავლობაში, საოცარ დუეტს ქმნიდნენ. - "ჩემი აზრით, მესი მსოფლიოში საუკეთესოა" - განაცხადა რუნიმ
სტივენ ჯერარდი - მესი
ანხელ დი მარია - მესი დი მარიას ჰქონდა პატივი ეთამაშა ორივე ფეხბურთელის გვერდით. არგენტინელი ფიქრობს, რომ მესი რონალდუზე უკეთესია. - "მე საოცრად გამიმართლა, რადგან მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა ამ ორ ლეგენდასთან ერთად. მე მათ ყოველთვის ვირჩევ კომპიუტერულ თამაშში, მაგრამ ჩემთვის მესი პირველია." - განაცხადა დი მარიამ
იკერ კასილასი - რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, კრიშტიანუ რონალდუ აირჩია. - "მე ვირჩევ რონალდუს, რადგან მასთან ერთად არაერთი დაუვიწყარი სეზონი გავატარე. კრიშტიანუსთან ერთად თამაშის დროს, ყოველთვის იმედიანად ვიყავი. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია." - განაცხადა კასილასმა
საბოლოო ანგარიში - რონალდუ 6:13 მესი
 

სხვა სტატიები