Belive

ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე 150-ზე მეტი მატჩი ჩაატარეს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და გულშემატკივარი უფრო და უფრო მეტად აქტიურად იწყებს საყვარელი გუნდის ქომაგობას. ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე მოქმედი ფეხბურთელია, რომლებსაც 150 მატჩზე მეტი აქვთ ჩატარებული. პირველ ადგილს 185 შეხვედრით "პორტოს" მეკარე, იკერ კასილასი იკავებს, რომელმაც ამ მატჩების უმეტესობა "რეალის" მაისურით ჩაატარა. მასთან ყველაზე ახლოს მოქმედი მოთამაშეებიდან კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 166 მატჩი დაუგროვდა. გთავაზობთ ფეხბურთელების სიას, რომლებსაც 150 მატჩზე მეტი აქვთ ჩატარებული:
  • იკერ კასილასი - 185 მატჩი ("რეალი", "პორტო")
  • პაოლო მალდინი - 174 მატჩი ("მილანი")
  • ხავი - 173 მატჩი ("ბარსელონა")
  • პეპე რეინა - 170 მატჩი ("ბარსელონა", "ვილიარეალი", "ლივერპული", "ნაპოლი", "ბაიერნი")
  • კრიშტიანუ რონალდუ - 166 მატჩი ("სპორტინგი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", იუვენტუსი")
  • კლარენს ზეედორფი - 163 მატჩი ("აიაქსი", "რეალი", "ინტერი", "მილანი")
  • ჯანლუიჯი ბუფონი - 163 მატჩი ("პარმა", "იუვენტუსი", "პსჟ")
  • რაული - 161 მატჩი ("რეალი", "შალკე")
  • ხავიერ ძანეტი - 160 მატჩი ("ინტერი")
  • რაიან გიგზი - 159 მატჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი")
  • დანი ალვეში - 154 მატჩი ("სევილია", "ბარსელონა", "იუვენტუსი", "პსჟ")
  • ჯეიმი კარაგერი - 150 მატჩი ("ლივერპული")
იკერ კასილასი მიმდინარე სეზონის გათამაშებაში მინიმუმ 1 მატჩს კიდევ ჩაატარებს. რაც შეეხება მოქმედ მოთამაშეებს - კრიშტიანუ რონალდუს, ჯანლუიჯი ბუფონსა და დანი ალვეშს, მათაც სათამაშო აქვთ. შესაბამისად ეს სია კიდევ შეიცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ "პსჟ"-მ სტუმრად 0:2 დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი", ალვეში და ბუფონი შესაძლოა მინიმუმ სამ თამაშში კიდევ ვნახოთ, ხოლო "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ ჯერ 2 შეხვედრას ჩაატარებს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. სიაში ვერ მოხვდა ლიონელ მესი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 129 მატჩი აქვს ჩატარებული. მიუხედავად ამისა, 106 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა. ის კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, რომელსაც 121 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები