საფეხბურთო სამყაროში და ზოგადად სპორტში ხშირია შემთხვევა, როდესაც სპორტსმენები/ფეხბურთელები ფიზიკურ დატვირთვას ვეღარ უძლებენ და მათი ორგანიზმი “დამარცხდება”.
გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომლებმაც სიცოცხლე მოედანზე დაასრულეს:
ანტონიო პუერტა (“სევილია”)
2007 წლის 28 აგვისტოს, ლა ლიგის მატჩში, სადაც “სევილია” “ხეტაფეს” მასპინძლობდა, მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელთა მცველი – ანტონიო პუერტა მოედანზე დავარდა და გონება დაკარგა. პუერტა საავადმყოფოში კი გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და რამდენიმე წუთში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მარკ-ვივიენ ფოე (კამერუნი)
კამერუნელი ფეხბურთელი, რომელიც 2003 წლის 26 ივნისს მოედანზე გარდაიცვალა. კონფედერაციის თასის ნახევარფინალში, სადაც კამერუნი კოლუმბიას უპირისპირდებოდა, მატჩის 45-ე წუთზე, კამერუნელმა ნახევარმცველმა გონება დაკარგა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში, 28 წლის ასაკში გულისშეტევით გარდაიცვალა.
ჩეიკ ტიოტე (“ბეიჯინგი”)
30 წლის კოტ-დივუარელი ნახევარმცველი – ჩეიკ ტიოტე 2017 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა. იგი ჩინეთში “ბეიჯინგში” თამაშობდა და ვარჯიშისას გული წაუვიდა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოასწრეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კოტ-დივუარელი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გულის შეტევით გარდაიცვალა.
მიკლოს ფეჰერი (“ბენფიკა”)

პიერმარიო მოროზინი (“ლივორნო”)
2014 წლის 12 აპრილს, სერია B-ს მატჩში, სადაც “ლივორნო” “პესკარას” ეთამაშებოდა, მატჩის მიმდინარეობისას “ლივორნოს” ლიდერი და ნახევარმცველი – პიერმარიო მოროზინი უგონოდ დავარდა მოედანზე. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც გაირკვა მას გულისშეტევა დაემართა.
პიერმარიო მოროზინი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილებოდა, რადგან 24 წლის ასაკში იტალიის ყველა ასაკობრინ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები.