Belive

ფეხბურთელები, რომლებმაც უარი უთხრეს ბარსელონას და გადავიდნენ რეალში

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ესპანური ფეხბურთის ყველაზე დრამატული და მოლოდინებით აღსავსე დუელი, რა თქმა უნდა, "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაა, ე.წ. "ელ კლასიკო". 24 ოქტომბერს, ლა ლიგაში, სწორედ "ელ კლასიკო" გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით თემატურად, გთავაზობთ 10 ფეხბურთელს, რომელმაც "ბარსაში" გადასვლაზე უარი განაცხადეს, შემდეგ კი "რეალის" ფორმა მოირგეს.

 1 . ალფრედო დი სტეფანო


დი სტეფანოსა და "ბარსელონას" შორის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული იყო, მაგრამ უეცრად დოკუმენტაცია გაქრა და დი სტეფანო "რეალში" აღმოჩნდა, სადაც მან 5 ევროპის თასი მოიპოვა.

  2. უგო სანჩესი


უგო სანჩესი ბარსელონაში ფაქტობრივად გადასული იყო, თუმცა საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მადრიდის "ატლეტიკოდან" ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა.

3. კრისტიან კარემბუ


კრისტიან კარემბუმ კატალონიური კლუბისგან საგრძნობლად უფრო დიდი ფულადი შეთავაზება მიიღო, თუმცა საბოლოოდ მანაც "ბლანკოსის" წევრობა არჩია.

  4. დევიდ ბექჰემი


მაშინ როდესაც, ბარსელონას პრეზიდენტი ხუან ლაპორტა უნდა გამხდარიყო, ის გულშემატკივარს დევიდ ბექჰემის საკუთარ კლუბში ხილვას ჰპირდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა ვინაიდან ინგლისელმა "რეალში" გადასვლა არჩია, სწორედ ამის გამო "ბარსას" მესვეურები ვალდებულნი გახდნენ სიტუაცია გაენეიტრალებინათ და მათ რონალდინიო შეიძინეს.

  5. კარიმ ბენზემა


გვარდიოლას სამუელ ეტო'ოს ჩანაცვლება კარიმ ბენზემას ვარიანტით უნდოდა, "ბარსას" ერთ-ერთი მესვეური ბენზემას სახლში ესტუმრა და მის დარწმუნებას ცდილობდა, რომ კატალონიაში გადასულიყო, თუმცა არაფერი გამოვიდა. ფრანგის ნაცვლად "ბარსამ" იბრაჰიმოვიჩი შეიძინა, თავად ბენზემა კი მომდევნო სეზონში მადრიდის "რეალს" შეუერთდა.

 6. მარტინ ოდეგაარდი


ოდეგაარდი "ბარსელონას" სავარჯიშო ბაზას მამასთან და პირად აგენტთან ერთად ესტუმრა, თუმცა "ბარსასა" და მას შორის კონტრაქტი ჩაიშალა. ოდეგაარდი კი "რეალში" აღმოჩნდა.

 7. დანილო


"პორტოსა" და "ბარსას" შორის ყველანაირი შეთანხმებას იქნა მიღწეული, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ FIFA-მ "ბარსალონას" სატრანსფერო ბანი დაადო ეს ტრანსფერი არ შედგა, დანილო კი "რეალში" გადავიდა.

 8. თეო ერნანდესი


ტეო ერნანდესმა ზურგი აქცია კატალონიელების უფრო დიდ ფულად შეთავაზებას და საბოლოოდ "მადრიდის" რეალის მაისური მოირგო.

 9 . მარკო ასენსიო


გამომდინარე იქედან, რომ "ბარსელონას" დიდი სურვილის მიუხედავად, 4.5 მილიონის გადახდა ასენსიოში არ სურდა, მადრიდელებმა მათ დაასწრეს და ფეხბურთელი "ბლანკოსში" გადაიბირეს.

 10. დანი სებალიოსი


სებალიოსის აყვანა "ბარსელონას" არენდით სურდა, თუმცა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება "რეალში" მოისურვა.  

სხვა სტატიები