ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით

ფეხბურთი რომ სპორტის გარდა კიდევ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია ეს არაერთხელ დამტკიცდა. 

ფეხბურთელები, რომლებიც ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ შესაძლოა გუნდელები ყოფილიყვნენ, ადრე მართლაც გვერდიგვერდ თამაშობდნენ. ასე მაგალითად:

კრიშტიანუ რონალდუ და ჟერარ პიკე – “მანჩესტერ იუნაიტედი”

კრიშტიანუ რონალდუ და ჟერარ პიკე ერთად 2004 წლიდან “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდნენ და კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ. ამის შემდგომ მათი კარიერა ისე განვითარდა, რომ მოსისხლე მტრები გახდნენ. რონალდუ “რეალში” გადავიდა, ხოლო პიკე “ბარსელონაში” დაბრუნდა და ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ მოუწიათ თამაში.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 1

ივან რაკიტიჩი, მესუთ იოზილი და მანუელ ნოიერი – “შალკე”

თავის დროზე ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები, რაკიტიჩი, იოზილი და ნოიერი ერთად “შალკეში” თამაშობდნენ. ახლა ისინი მსოფლიო ვარსკვლავები არიან. 2007 წელს ეს სამი ტალანტი გერმანული კლუბის მომავალ თაობად ითვლებოდა. ახლა რაკიტიჩი “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერია, მესუთ იოზილი “არსენალში” არპარეზობს, ხოლო მანუელ ნოიერი “ბაიერნის” კარის დარაჯია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერი.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 2

პეპ გვარდიოლა და ფრანჩესკო ტოტი – “რომა”

ეს ორი ლეგენდარული ფეხბურთელი ერთად “რომაში” თამაშობდა. გვარდიოლა “ბარსელონადან” “ბრეშაში” გადავიდა, ხოლო შემდეგ “რომას” მიაშურა.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 3

რონალდინიო და ჯეი-ჯეი ოკოჩა – “პსჟ”

ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ, სადაც “პსჟ”-ს ღირსებას იცავდნენ. 2001 წელს რონალდინიომ ბრაზილიიდან ევროპაში გადმოინაცვლა და სწორედ აქ შეხვდა ოკოჩას.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 4

ტონი კროოსი და არტურო ვიდალი – “ლევერკუზენი”

ტონი კროოსი და არტურო ვიდალი ერთად 2009 წელს, “ლევერკუზენში” თამაშობდნენ. ახლა ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრების, მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ღირსებას იცავენ. ისინი თავიანთ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 5

დევიდ ბექჰემი და დევიდ მოიესი – “პრესტონი”

1995 წელს ბექჰემი და მოიესი ერთად “პრესტონში” თამაშობდნენ. ბექჰემი “პრესტონში” არენდით თამაშობდა. იმ პერიოდში ის “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრება იყო.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 6

რივალდო და კაზემირო – “სან პაოლო”

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო და ახალგაზრდა კაზემირო ერთად “სან პაოლოში” თამაშობდნენ. 2010-11 წლების სეზონში რივალდო კარიერის მიწურულს ასპარეზობდა ბრაზილიურ კლუბში, რაც შეეხება კაზემიროს, ის თავის პროფესიონალურ კარიერას სწორედ იქ იწყებდა.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 7

პეპ გვარდიოლა და რობერტო ბაჯო – “ბრეშა”

2001 წელს გვარდიოლა “ბარსელონადან” “ბრეშაში” გადავიდა, სადაც ლეგენდარული რობერტო ბაჯო თამაშობდა. გვარდიოლა და ბაჯო თანაგუნდელები იყვნენ. “ბრეშადან” ესპანელი “რომაში” წავიდა, სადაც ტოტის გუნდელი იყო.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 8

ლუის სუარესი და ედგარ დავიდსი – “აიაქსი”

2007-08 წლების სეზონში ურუგვაელი ლუის სუარესი და ლეგენდარული ჰოლანდიელი, ედგარ დავიდსი თანაგუნდელები იყვნენ. ისინი ერთად ამსტერდამის “აიაქსში” თამაშობდნენ. სუარესი შემდეგ 2011 წელს “ლივერპულში” გადავიდა. რაც შეეხება დავიდსს, მან “კრისტალ პალასში” გააგრძელა კარიერა.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 9

ედენ აზარი და პატრიკ კლიუვერტი – “ლილი”

“ლილში” ძალიან საინტერესო შემადგენლობამ მოიყარა თავი. ბელგიელი ედენ აზარი სწორედ აქ იწყებდა პროფესიონალურ კარიერას. იმავე წლებში აქ შევხვდებოდით პატრიკ კლიუვერტს, რომელმაც კარიერა სწორედ ფრანგულ კლუბში დაასრულა.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 10

სამუელ ეტო’ო და ვილიანი – “ანჟი”

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერი 2011 წელს განხორციელდა, როდესაც სამუელ ეტო’ო “ინტერიდან” მახაჩკალას “ანჟიში” გადავიდა. 2013 წელს მას ვილიანი შეუერთდა, რომელიც დონეცკის “შახტარიდან” გადაბარგდა. ეს ორი უნიჭიერესი და მაღალი დონის მოთამაშე “ანჟიში” უჩვეულო და უცნაური სანახავი იყო. იმავე წელს ორივე ფეხბურთელმა “ჩელსის” მიაშურა.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 11

 

დიეგო მარადონა, დიეგო სიმეონე და დავორ შუკერი – “სევილია”

ეს სამი გენიალური და ლეგენდარული მოთამაშე ერთად “სევილიაში” თამაშობდა. 1992-93 წლების სეზონში ანდალუსიურ კლუბში თანავარსკვლავედი შეიკრა. მარადონა კარიერის დასასრულს იყო უკვე. რაც შეეხებათ სიმეონესა და შუკერს, ისინი ჯერ კიდევ აქტიურად თამაშობდნენ.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით 12

(2028)

ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ და აქამდე არ იცოდით

სტატიის ავტორი
-