Belive

ფეხბურთელები, რომლებსაც პრემიერლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდათ

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ინგლისის "პრემიერლიგაში" რამდენიმე მოთამაშეა, რომლებსაც დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდათ. ზოგმა მათგანმა კარიერა იმავე გუნდში გაარძელა, ზოგმაც ჩემპიონატი გამოიცვალა. ზოგმა კი კარიერა დაასრულა. 

ჯეიმს მილნერი

ჯეიმს მილნერის პროფესიონალური დებიუტი 2002 წლის დებიუტში "ლიდსის" შემადგენლობაში შედგა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. მილნერი 84-ე წუთზე შეცვლაზე შემოვიდა. იმ დროს ჯეიმს მილნერი 16 წლის და 356 დღის იყო. ამის შემდგომ გავიდა 16 წელი და მილნერს "პრემიერლიგაში" 502 თამაში აქვს ჩატარებული და 51 ბურთი გატანილი. ამ პერიოდში "პრემიერლიგა" "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ორჯერ მოიგო.

ჟოზე ბაქსტერი

ბაქსტერი 6 წლიდან "ევერტონის" აკადემიაში თამაშობდა. მისი პროფესიონალური დებიუტი კი 2008-09 წლებში შედგა. მაშინ ბაქსტერი 16 წლის და 191 დღის იყო და "ევერტონის" ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლებოდა. ამის შემდგომ გავიდა 10 წელი და ბაქსტერი მეორე ლიგის გუნდ "ოლდჰემში" თამაშობს.

ჯეკ ვილშერი

ინგლისელი ფეხბურთელი, ჯეკ ვილშერი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და მსოფლიოს საუკეთესოობასაც უწინასწარმეტყველებდნენ. მისი დებიუტი "არსენალის" შემადგენლობაში 2008-09 წლებში "ბლექბერნის" წინააღმდეგ შედგა. მაშინ ვილშერი 16 წლის და 256 დღის იყო. ვილშერი ტრავმებმა შეაწუხეს და იმდენად ხშირად ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა, არადა არსენ ვენგერის "არსენალის" მთავარ იმედად თვლიდნენ. მისი კარიერა ვერ განვითარდა და დღეს ვილშერი "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავს.

უეინ რუნი

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, უეინ რუნის დებიუტი 2002 წელს "ევერტონში" შედგა. მაშინ რუნი 16 წლის და 297 დღის იყო. მისი პირველი პროფესიონალური ნაბიჯები "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გადაიდგა. ამის შემდგომ რუნი გენიალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა, სადაც პრემიერლიგა 5-ჯერ მოიგო და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო. დღეს ის MLS-ში, კერძოდ "DC იუნაიტედში" თამაშობს.

ჯეიმს ვოგანი

ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალური დებიუტი "ევერტონში" 2005 წელს ჰქონდა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, რომელმაც "კრისტალ პალასს" "პრემიერლიგაში" გოლი გაუტანა. ვოგანი მაშინ 17 წლის ხდებოდა. დღეს ჯეიმს ვოგანი "ჩემპიონშიპში", "უიგანის" ღირსებას იცავს.

ანხელ გომესი

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც 2000 წელს არის დაბადებული, "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს. მას პროფესიონალური კარიერა 2017 წელს ჰქონდა. ის 17 წლის იყო. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 2000 წელს დაბადებულ მოთამაშეებს შორის "პრემიერლიგაში" ითამაშა.

ფრანცის ჯეფერსი

ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალური დებიუტი 1997 წელს "ევერტონის" შემადგენლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინაარმდეგ ჰქონდა. ჯეფერსი მაშინ 16 წლის და 335 დღის იყო. მან კარიერა 2013 წელს "აკრინგტონ სტენლიში" დაასრულა.

მეტიუ ბრიგსი

ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც პროფესიონალური კარიერა 2007 წელს, "ფულემში" ჩაატარა. მაშინ ის 16 წლის და 68 დღის იყო. ბრიგსმა ბევრი კლუბი გამოიცვალა და ახლა ინგლისის დაბალ დივიზიონში, "მალდონ ტიპტრის" ღირსებას იცავს.

სხვა სტატიები