Belive

ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტი გამარჯვების გოლი აქვთ გატანილი პრემიერ ლიგაში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგაში მრავალ ბრწყინვალე შემტევს უთამაშია და არაერთი გოლი გაუტანია. მაგალითად, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ტიერი ანრი, უეინ რუნი, ალან შირერი, ენდი კოული, რობი ფაულერი, მაიკლ ოუენი და სხვა. რა არის შემტევის უპირველესი ამოცანა? რა თქმა უნდა, გოლის გატანა და რაც შეიძლება ბევრის. პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერია, მის ანგარიშზე 260 გოლია. საინტერესო იქნება, თუ მოთამაშეებს გარდა  მათი გატანილი გოლების რაოდენობისა, ამ გოლების მნიშვნელობითაც შევაფასებთ. საუბარია გამარჯვების მომტან გოლზე. პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი გამარჯვების გოლი "მაჩესტერ სიტის" არგენტინელ ფორვადს სერხიო აგუეროს ეკუთვნის. პრემიერ ლიგის 2011-12 წლების სეზონში აგუერომ "სიტის" ჩემპიონის ტიტული მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოუტანა, მან "ქუინს პარკ რეინჯერსთან" უკანასკნელ წუთზე გაიტანა. “ქალაქელებმა” 89 ქულა დააგროვეს, მეზობელ “წითელ ეშმაკებს” გაუთანაბრდნენ და გატანილ/გაშვებული გოლების შეფარდებაში 8 პუნქტით გაასწრეს.

Transfermarkt-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებსაც ყველაზე მეტი გამარჯვების გოლი აქვთ გატანილი პრემიერ ლიგაში: 10. რობინ ვან პერსი - 42 (გამარჯვების გოლი) 9. რაიან გიგზი - 42 (გამარჯვების გოლი) 8. დუაიტ იორკი - 44 (გამარჯვების გოლი) 7. ჰარი კეინი -  44 (გამარჯვების გოლი) 6. ენდი კოული - 46 (გამარჯვების გოლი) 5. სერხიო აგუერო - 47 (გამარჯვების გოლი) 4. ტიერი ანრი - 59 (გამარჯვების გოლი) 3. ფრენკ ლამპარდი - 61 (გამარჯვების გოლი) 2. უეინ რუნი - 66 (გამარჯვების გოლი) 1. ალან შირერი - 68 (გამარჯვების გოლი) გარდა იმისა, რომ შირერს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ყველაზე მეტი გამარჯვების მომტანი გოლიც მის ანგარიშზეა. საინტერესოა, თუ შეძლებს რომელიმე მოთამაშე შირერის ამ შედეგის გაუმჯობესებას?    

სხვა სტატიები