Belive

"ფეხბურთი არასდროს გითამაშია" - კლოპი მსაჯს გაუბრაზდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის გასული ტურის შეხვედრა "ტოტენჰემსა" და "ლივერპულს" შორის დრამატული გამოდგა. ცენტრალური დაპირისპირება 2:2 დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთავარმა მსაჯმა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. პოლ ტირნის მუშაობით უკმაყოფილო იყო იურგენ კლოპი, რომელიც საფინალო სასტვენის შემდეგ ინგლისელ არბიტრს დაუპირისპირდა. აქვე გეტყვით, რომ "მერსესაიდელთა" უკმაყოფილება იმით იყო გამოწვეული, რომ მე-20 წუთზე ჰარი კეინის უხეშობა მხოლოდ ყვითელი ბარათით შეფასდა. საპირისპიროდ, მეორე ტაიმში რობერტსონმა მიიღო წითელი ბარათი.
"პრობლემა არც ერთ მსაჯთან მაქვს, მხოლოდ შენთან! ფეხბურთი არასდროს გითამაშია," - უთხრა კლოპმა პოლ ტირნის.

სხვა სტატიები