Belive

ფეხბურთი ყველასათვის - არსენალის პატარა გულშემატკივრის ემოციური ისტორია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
The Football Community-ის facebook გვერდზე, "არსენალის" პატარა გულშემატკივრის ემოციური ისტორია გამოქვეყნდა. პატარა ფანი, საფეხბურთო მატჩს პირველად დაესწრო. აუტიზმის გამო, მამა ნერვიულობდა რომ მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, როგორც წარმოედგინათ, თუმცა - "არსენალის" სტიუარდმა საფეხბურთო მატჩი ბავშვისათვის დაუვიწყარ მოგონებად აქცია.
"გასულ ღამეს შვილი "არსენალის" მატჩის საყურებლად წავიყვანე. ეს იყო პირველი მატჩი, რომელსაც ესწრებოდა - მთელი დღის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა მატჩის დაწყებას. აუტიზმის გამო ვნერვიულობდი. ვშიშობდი, რომ მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, როგორც გვსურდა. როდესაც მოედანზე შევედით, 50.000 გულშემატკივრის შეძახილმა და ხმაურმა მასზე ცუდად იმოქმედა - ჩემს შვილს ნამდვილად ძალიან გაუჭირდა". "პირველი ტაიმის ნახევარიც არ იყო გასული და მას აშკარად უკმაყოფილება ეტყობოდა, ამიტომ სტადიონის დატოვება მოგვიწია. როდესაც სტადიონს ვტოვებდით სტიურდმა (ქერათმიანი ქალბატონი, რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე) გვკითხა, თუ რატომ მივდიოდით ასე ადრე და წასვლის მიზეზი ავუხსენი. სტიუარდმა ცოტა ხნით მოცდა მთხოვა და ვიღაცას დაუკავშირდა. შემდეგ კი გაყოლა გვთხოვა". "სტიუარდმა სენსორულ ოთახში შეგვიყვანა (აუტიზმის მქონე ადამიანებისათვის მოწყობილი სპეციალური სივრცე) სადაც მატჩს ბოლომდე ვუყურეთ. ლუკ ჰოვარდი - ადამიანი, რომელიც ჩვენს ოთახს ემსახურებოდა ფანტასტიკური იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ლუკს და მის დამხმარეებს. მადლობას ვუხდი სტიუარდებსა და ყველას ვინც ჩემი შვილისათვის საღამო დაუვიწყარ მოგონებად აქცია".

სხვა სტატიები