Belive

ფეხბურთი, როგორც MMA | ვინი ჯონსი Vs. როი კინი და ერიკ კანტონა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მოყვარულებს ალბათ კარგად ახსოვთ ლეგენდარული დაპირისპირება როი კინსა და პატრიკ ვიეირას შორის. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" დაპირისპირება ნამდვილი შოუ იყო: დახვეწილობით, კლასით, დრამატულობით და ასევე, უკიდურესი სიხისტით სავსე. თუმცა სანამ ვიეირა გამოჩნდებოდა, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში უფრო მეტი აგრესიით სავსე მატჩებიც გვახსოვს, ვინი ჯონსისა და ზემოთხსენებული როი კინის მონაწილეობით. ვინი ჯონსი, რომელსაც საზოგადოება გაი რიჩის ფილმებითაც იცნობს, "უიმბლდონში" მეორე სეზონს ატარებდა, როი კინი კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული გახლდათ. სიხისტითა და უხეშობით ცნობილი ეს ორი ფეხბურთელი, ერთმანეთს FA თასზე, "სელჰარსტ პარკზე", 28 წლის წინ შეხვდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, მოედნის ცენტრში ნამდვილი ომი გამართეს. უფრო მართლებული იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ომში ძირითადად, ვინი ჯონსი იყო ჩართული, რომლის აგრესიულად მოქნეული ფეხი არამარტო როი კინს, არამედ ერიკ კანტონასაც მოხვდა. კანტონა, რომელმაც მომდევნო სეზონში მეტოქის გულშემატკივარი კუნგ-ფუს ილეთით "დააჯილდოვა", "უიმბლდონთან" მატჩში მოწოდების სიმაღლეზე იყო: ვინი ჯონსის უხისტეს თამაშს მან ნერვების მოთოკვით, შემდეგ კი ბრწყინვალე გოლით უპასუხა. მასთან ერთად, გოლების ავტორები დენის ირვინი და პოლ ინსი გახდნენ. ვინი ჯონსი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მოთამაშე გახლდათ: მატჩის მთავარი არბიტრისგან მან წითელი ბარათი 12-ჯერ დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო 👇

სხვა სტატიები