Belive

ესპანეთში ფეხბურთის 21 წლის მწვრთნელი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელი საფეხბურთო მწვრთნელი, ფრანსისკო გარსია, 21 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ახალგაზრდა, წარმოშობით მალაგადან იყო. სხვა შემთხვევების მსგავსად გარსიაც ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პნევმონია დაუდგინეს, თუმცა მას მძიმე ფორმის ლეიკემიაც სჭირდა. მედიკოსების თქმით, მას რომ ლეიკემია არ ჰქონოდა, ის კორონავირუსის გადატანას შეძლებდა. გარსია ფეხბურთში მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იყო ჩართული. უკანასკნელი ოთხი სეზონის მანძილზე "ატლეტიკო პორტადა ალტა"-ში თამაშობდა და ასევე ამავე გუნდის აკადემიის მწვრთნელიც იყო. კლუბმა, სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა მწვრთნელს წერილი მიუძღვნა: "ჩვენ გვსურს გამოვხატოთ უდიდესი თანაგრძნობა ფრანსისკო გარსიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ. მან ჩვენ ტრაგიკულ ვითარებაში დაგვტოვა". ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველაზე მეტი შემთხვევა მალაგას რეგიონში დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყველაზე მეტი ანდალუსიაშია (180 ინფიცირებული და 5 გარდაცვლილი).

სხვა სტატიები