Belive

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველები

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ, მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოდან" ლუკას ერნანდესი ოფიციალურად შეიძინა. ფრანგი მარცხენა მცველი გერმანელებს მომდევნო სეზონში შეუერთდება. ცნობილია, რომ მიუნხენელებს ერნანდესის ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდათ და ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ერნანდესი ფეხბურთის ისტორიაში ვან დაიკის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. შეგახსენებთ, რომ "ლივერპულს" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი 84 მილიონი დაუჯდა. ამის შემდეგ მოდიან "მანჩესტერ სიტის" მცველები ლაპორტე -  65 მილიონი, ბენჟამინ მენდი - 61 მილიონი, ბოლოს კი  უოლკერი - 57 მილიონი ევრო.

სხვა სტატიები