Belive

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული - რომელუ ლუკაკუმ ნეიმარს გადაასწრო 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მას მერე, რაც ლონდონის "ჩელსიმ" 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის "ინტერიდან" რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ბელგიელი თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. კარიერის განმავლობაში, "არისტოკრატების" ახალწვეულისთვის სხვადასხვა კლუბებმა, საერთო ჯამში, 327.56 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველ ჯერზე, "ჩელსის" ლუკაკუს შეძენა 15 მილიონი დაუჯდა, მათგან იჯარისა და კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ჯამში, "ევერტონმა" ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირში ჯამში 40 მილიონზე მეტი გადაიხადა, რომლებმაც თავის მხრივ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" 84.70 მილიონი მიიღო. რაც შეეხებათ "წითელ ეშმაკებს", მათ ინგლისის პრემიერ ლიგის თანამედროვე პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე 74.50 მილიონად დათმეს. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ნუსხაში მეორე ადგილზე ამჯერად უკვე ნეიმარი იმყოფება, რომლის სანაცვლოდაც ჯერ "ბარსელონამ" "სანტოსს", 88.20, შემდეგ კი "პარი სენ-ჟერმენმა" კატალონიურ კლუბს 222 მილიონი ევრო გადაუხადა.

რაც შეეხება იმ ფეხბურთელების ათეულს, რომელთა დასამატებლადაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა იქნა გადახდილი, აღნიშნული სია ასე გამოიყურება:

  1. რომელუ ლუკაკუ - 327.6 მილიონი ევრო
  2. ნეიმარი - 310.2 მილიონი ევრო
  3. კრიშტიანუ რონალდუ - 230 მილიონი ევრო
  4. ალვარო მორატა - 189 მილიონი ევრო
  5. ანხელ დი მარია - 179 მილიონი ევრო
  6. ანტუან გრიზმანი - 174 მილიონი ევრო
  7. უსმან დემბელე - 170 მილიონი ევრო
  8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 169.1 მილიონი ევრო
  9. ფილიპე კოუტინიო - 160.3 მილიონი ევრო
  10. გონსალო იგუაინი - 159 მილიონი ევრო

სხვა სტატიები