Belive

ფეხბურთის ფედერაციის ახალი პარტნიორი - სადეზინფექციო საშუალებები ათივე კლუბს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
11 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია "ინოლაბს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, კომპანია ეროვნული ლიგის ათივე კლუბს სადეზინფექციო საშუალებებსა და მოწყობილობებს გადასცემს. ამასთან ერთად ყველა მატჩის წინ მასპინძელი სტადიონი "ელექსირის" სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მემორანდუმს ხელი დავით მუჯირმა მოაწერა, კომპანია "ინოლაბს" კი, დირექტორი პაპუნა პაპიაშვილი წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, კომპანია "ინოლაბი" საფეხბურთო კლუბ საბურთალოს სპონსორიც გახდა.

სხვა სტატიები