Belive

საქართველო-ყაზახეთის მატჩის ბილეთი სიმბოლურ ფასად გაიყიდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის  ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება. საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ყაზახეთს უმასპინძლებს. ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, აღნიშნული აქციის მიზანია ფეხბურთელების მიმართ მადლიერების გამოხატვა. "ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე" - აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა სტატიები