Belive

ფეხბურთის წესებში ცვლილებები შევიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფეხბურთის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეიტანეს. საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო საბჭომ წესები უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. ქვემოთ აღნიშნული წესები ძალიაში ოფიციალურად 1-ლი ივნისიდან შევა.

ხელით თამაში

ნებისმიერი ხელით თამაში, რომელსაც გოლი ან საგოლე გადაცემა მოჰყვება,  იქნება განზრახ თუ შემთხვევით, თამაშის წესის დარღვევად ჩაითვლება. შესაბამისად, მსგავს სიტუაციაში გატანილი ყველა ბურთი გაუქმდება.

შეცვლები

ფეხბურთელები შეცვლის დროს ვალდებულები აღარ იქნებიან ცენტრში მივიდნენ და გვერდითი ხაზიდან დატოვონ მოედანი. მოედანს დატოვებენ ყველაზე ახლოს მდებარე გვერდითი ხაზიდან, რათა დროის გაყვანა ვერ შეძლონ.

ბარათები

ყვითელი და წითელი ბარათები გამოყენებული იქნება გუნდის პერსონალისთვისაც. მათზე იმოქმედებს დისკვალიფიკაციისა და ფულადი ჯარიმების სისტემაც.

მეკარის მოქმედება თერთმეტ მეტრიანის დროს

მეკარეს შეეძლება თერთმეტ მეტრიანის დარტყმის დროს ორივე ფეხით წინ გადმოხტეს და დარტყმის კუთხე შეუმციროს დამრტყმელს.

მსაჯის როლი თამაშში

მსაჯის თამაშში უნებლიედ ჩართვა სადაო გდებას გამოიწვევს. თუ შემთხვევით მსაჯს ბურთი მოხვდება, თამაში გაჩერდება და არბიტრი სადაო ბურთს დანიშნავს.

მსაჯის მიერ ბარათების ჩანიშვნა

თუ მსაჯმა წესის დამრღვევი უნდა გააფრთხილოს და ბარათში ჩაინიშნოს, მაგრამ ამ დროს შემტევი გუნდი ბურთს სწრაფად გაათამაშებს შეტევის დასაწყებად, მსაჯმა უნდა დააცადოს და მხოლოდ შეტევის დასრულების შემდეგ გააფრთხილოს ფეხბურთელი და ჩაინიშნოს სპეციალურ ბარათში.

მეკარეების ბურთის თამაშში შეტანა

მეკარის გადაცემის შემდეგ, მცველს უფლება ექნება ბურთს საკუთარ საჯარიმოშივე შეეხოს. ძველი წესის მიხედვით, მეკარის პასის მერე მცველი ბურთს ვერ შეეხებოდა თუ საჯარიმო მოედანი დატოვებული არ ჰქონდა.  

სხვა სტატიები