Belive

ფეხბურთის ვარსკვლავები რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები გახდებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
მთავრდება 2018/19 წლების სეზონი და საფეხბურთო სამყარო საზაფხულო ტრანსფერების მოლოდინშია. გთავაზობთ ფეხბურთის ვარსკვლავებს, რომლებსაც საკუთარ კლუბებში კონტრაქტი უმთავრდებათ და თავისუფალი აგენტები ხდებიან.

#1 დავიდ ლუიზი

ბრაზილიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" 32 წლის ცენტრალური მცველი, დავიდ ლუიზი ლონდონურ კლუბში 2016 წლის 31 აგვისტოდან ირიცხება. ამ დროში მან "ჩელსის" შემადგენლობაში 77 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლის გატანა 4-ჯერ მოახერხა. დავიდ ლუიზს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

#2 ანტონიო ვალენსია

antoniovalencia
ეკვადორის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" 33 წლის მარჯვენა მცველი - ანტონიო ვალენსია მანჩესტერულ კლუბში 2009 წლის პირველ ივლისს ჩაირიცხა. ეკვადორელმა მცველმა "მანჩესტერში" 240 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მანჩესტერული კლუბის ვიცე კაპიტანია. ვალენსიას "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

#3 დიეგო გოდინი

ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" 33 წლის კაპიტანი - დიეგო გოდინი მადრიდულ კლუბში 2010 წლის 4 აგვისტოდან ირიცხება. 9 წლის განმავლობაში მან "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 271 მატჩი ჩაატარა, სადაც 17 გოლი გატანა მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას კონტრაქტი 2015 წლის 20 აგვისტოს დაუმთავრდა, თუმცა ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გოდინს ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

#4 ადრიენ რაბიო

საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს 24 წლის ნახევარმცველი - ადრიენ რაბიო ფრანგულ კლუბში 2012 წლის 1 ივლისიდან ირიცხება. ფრანგმა ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტი "პსჟ"-სთან 2014 წლის 3 ნოემბერს 2019 წლის 30 მაისამდე გაახანგრძლივა. რაბიოს "პსჟ"-ში 150 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც მან თავი 13 გატანილი გოლითა და ძალიან კარგი თამაშით გამოიჩინა. ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

#5 ხუან მატა

ესპანეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" 31 წლის შემტევი ნახევარმცველი - ხუან მატა ინგლისურ კლუბში 2014 წლის 24 იანვრიდან ირიცხება. მან კლუბში მოსვლისას 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.  მატას "წითელი ეშმაკების" მაისურით 160 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 33 გოლის გატანა შეძლო. ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

#6 ანდერ ერერა

ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი და "მანჩესტერ იუნაიტედის" 29 წლის ნახევარმცველი - ანდერ ერერა ინგლისურ კლუბში 2014 წლის 1 ივლისიდან ირიცხება. ერერამ დღემდე "წითელის ეშმაკების" მაისური 131-ჯერ მოირგო, სადაც მან 13 გოლის გატანა შეძლო. ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

#7 არიენ რობენი

ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" 35 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი - არიენ რობენი გერმანულ კლუბში 2009 წლის 28 აგვისტოდან ირიცხება. მან "ბაიერნის" შემადგენლობაში 200 მატჩი ჩაატარა, სადაც  98 გოლი გაიტანა. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა შემტევმა ბაიერნთან კონტრაქტი 2018 წლის 11 მაისს გაახანგრძლივა. ჰოლანდიელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

#8 ოლივიე ჟირუ

საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" 32 წლის ცენტრფორვარდი - ოლივიე ჟირუ "ჩელსიში" 2018 წლის 31 იანვრიდან ირიცხება. მან ლონდონურ კლუბთან დროებითი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება. ამ მცირე დროის განმავლობაში, ფრანგმა შემტევმა "ჩელსის" შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო. ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

#9 მარიო ბალოტელი

იტალიის ნაკრებისა და ფრანგული "მარსელის" 28 წლის ცენტრფორვარდი - მარიო ბალოტელი ფრანგული კლუბის ღირსებას სულ რამდენიმე თვეა იცავს. იგი კლუბს 2019 წლის 23 იანვარს შეუერთდა და ფრანგულ კლუბთან დროებითი კონტრაქტი გააფორმა. ამ მცირე დროის განმავლობაში, იტალიელმა შემტევმა "მარსელის" შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა შეძლო. ბალოტელის კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

#10 ჯეიმს მილნერი

ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" 33 წლის ნახევარმცველი - ჯეიმს მილნერი ინგლისურ კლუბში 2015 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. 2015 წლიდან დღემდე მან "მერსესაიდელთა" მაისური 125-ჯერ მოირგო, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი ლივერპულის ერთ-ერთი კაპიტანია. ინგლისელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

#11 ჰატემ ბენ არფა

საფრანგეთის ნაკრებისა და ფრანგული "რენის" შემტევი ნახევარმცველი - ჰატემ ბენ არფა ფრანგულ "რენში" 2018 წლის 2 სექტემბრიდან ირიცხება. მან 2018 წლიდან დღემდე ფრანგულ კლუბში 18 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 5 გოლით გამოიჩინა. ფრანგ ფეხბურთელს ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების მსგავსად კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

#12 ვინსენტ კომპანი

ბელგიის ნაკრებისა და ინგლისური "სიტის" ცენტრალური მცველი - ვინსენტ კომპანი ინგლისურ კლუბში 2008 წლის 22 აგვისტოდან ირიცხება. 11 წლიანი ინგლისური კარიერის მანძილზე, ბელგიელმა მცველმა "სიტის" მაისური 262- ჯერ მოირგო, სადაც მან 17 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი კარიერის განმავლობაში, იგი "სიტის" კაპიტანია. ბელგიელს ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების მსგავსად კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 მაისს უმთავრდება და იგი თავისუფალი აგენტი გახდება.  

სხვა სტატიები