Belive

ფეხმოტეხილი ანდრე გომეში პოლ პოგბაზე ადრე დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილია ანდრე გომეშმა უმძიმესი დაზიანება მიიღო. პორტუგალიელმა მუხლი ამოიგდო და პარალელურად ფეხიც მოიტეხა. რაც შეეხება პოლ პოგბას მას მუხლის დაზიანება აქვს. ერთი შეხედვით ამ ყველაფერში უცნაური არაფერია, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელზეც გულშემატკივარი უნდა დაფიქრდეს. ანდრე გომეში ტრავმიდან 105 დღეში დაბრუნდა, ხოლო პოლ პოგბა დღემდე არ გამოჯანმრთელებულა და მისი უქმობა უკვე 176 დღეს ითვლის. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფრანგ ფეხბურთელს, ხელმძღვანელობასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და პრესაში ხშირად ვეცნობით ინფორმაციას, პოგბას შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

სხვა სტატიები