Belive

ფელაინი საავადმყოფოდან გამოწერეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსზე სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ევერტონის" ყოფილი ნახევარმცველი მარუან ფელაინი ჩინეთის საავადმყოფოდან გამოწერეს. ბელგიის ნაკრების 32 წლის შუახაზელი ერთადერთი ფეხბურთელია ჩინეთის სუპერლიგაში, რომელსაც COVID19-ით ინფიცირება დაუდგინდა. 22 მარტს, ფეხბურთელმა თავად გაამხილა, რომ კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ფელაინი "შანდონ ლუნენგში" 2019 წლის თებერვალში გადავიდა და 34 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები