Belive

ფილიპე ლუიშმა სიმეონე ამხილა: "ამ კომპონენტში ის საუკეთესო არ იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მცველმა ფილიპე ლუისმა "მეზეწრეების" მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონესთვისებების შესახებ ღიად ისაუბრა. "ის ხშირად ამბობდა, რომ ხალხის პატივისცემის დამსახურების საუკეთესო გზაა არ შეეხოთ მათ, სანამ არ დაგჭირდებათ. ყოველ ვარჯიშზე ის მაქსიმალისტია და  ყოველთვის ყველაფერი მაქსიმალურად დაკმაყოფილებული უნდა ჰქონოდა. სიმეონე ადამიანებთან ურთიერთობაში ცუდია. მას ფეხბურთელების ინდივიდუალური მახასიათებლების გაგება მარტივი არ არის, მაგრამ საკუთარ სიამაყეს ლახავს.  ზოგიერთ ფეხბურთელთან მას კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვს, სხვებთან კი ის უფრო პროფესიონალია. ის, ფეხბურთელებს კარგად ეწყობა, მაგრამ არა - საუკეთესოდ. ტიტე შესანიშნავია ამ კომპონენტში... ის ყველა მოთამაშეს აგრძნობინებს თავს მნიშვნელოვნად. მისი ეს უნარი საოცარია", - თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. 35 წლის მარცხენა მცველი "როხიბლანკოში" 2010-19 წლებში ირიცხებოდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 333 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი  მადრიდულ გრანდთან ერთად ლა ლიგის, კოპა დელ რეის, ესპანეთის სუპერთასის, ორჯერ ევროპის ლიგის, ორჯერ კი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2014/15 წლების სეზონი ლუიშმა ლონდონის "ჩელსიში" გაატარა ("ატლეტიკომ" ის 20 მილიონად გაყიდა, 16 მილიონად კი უკან დაიბრუნა) და ინგლისის პრემიერლიგაც მოიგო. 2019 წლის ზაფხულიდან ფელიპე ლუიში "ფლამენგოს" მაისურს ირგებს და გუნდთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონი, რეკოპა სუდამერიკანას და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები