Belive

ფელიპე ლუისი ატლეტიკოს სიცრუეში ადანაშაულებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოს" ვეტერანი ფეხბურთელი კლუბს სიცრუეში ადანაშაულებს. ფელიპე ლუისის მტკიცებით, მან "ატლეტიკოს" მესვეურებს გუნდიდან წასვლის თხოვნით მიმართა, თუმცა ესპანური კლუბის გადაწყვეტილებით, იმედგაცრუებული დარჩა. ფელიპე ლუისი ძალზედ ახლოს იყო "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგებასთან, თუმცა "ატლეტიკომ" ყველა ღონე იხმარა ტრანსფერის ჩასაშლელად. 33 წლის ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ კლუბმა იგი არ დააფასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მის დისკრედიტირებას ცდილობს. "საკმაოდ დიდი შანში იყო რომ "პსჟ"-ში გადავსულიყავი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ატლეტიკოს" წარმომადგენლებს ვესაუბრე და გაშვება ვთხოვე. მათი პასუხით იმედგაცრუებული დავრჩი. "ატლეტიკოს" ხელმძღვანელებმა განმიმარტეს რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე დრო იყო დარჩენილი და ჩემი შემცვლელის მოძებნას ვერ მოასწრებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, "ატლეტიკომ" კოლოსალური თანხა მოითხოვა, რაც ტრანსფერის ჩაშლის მაუწყებელი იყო." "მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ტრანსფერის განხორციელებას ვაიძულებდი, რაც სრული სიცრუეა. ისინი ჩემს დისკრედიტირებას ცდილობდნენ. "ატლეტიკოს" შემადგენლობაში, 8 სეზონის მანძილზე, 300-ზე მეტ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ჩემს ღვაწლს ვერასდროს წაშლიან", აღნიშნა ფელიპე ლუისმა.

სხვა სტატიები