Belive

ფელიქს ვისენტემ ფეიენორდთან მატჩი შეაფასა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევროპა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "დინამო თბილისმა" როტერდამის "ფეიენორდს" ცარიელი ტრიბუნების ფონზე უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით მარცხის ფონზე, თბილისური გუნდი შეტევაზე გადასვლას და მეტოქის კარის აღებას მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კენეტ ვერმეერის კარში გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ, ლევან შენგელიამ შეძლო.
განვლილი მატჩი შეაფასა "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს ვისენტემ: "დინამო თბილისი ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძვის. მიღებული შედეგით დამწუხრებულები ვართ, თუმცა აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას," აღნიშნა მან. "დინამო თბილისის" ხელმძღვანელი შეეხო გოლის ავტორის და ერთ-ერთი ლიდერის, ლევან შენგელიას საკითხსაც, რომელსაც აგვისტოს ბოლოს გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება: "ვთვლი რომ შენგელია მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ის არის ერთი ფეხბურთელი. ინდივიდუალური მოთამაშეების მიღმა, მთავარი საკითხი გუნდურობაა. შენგელიას მომავალი მთლიანად გუნდის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია," განაცხადა ფელიქს ვისენტემ.

სხვა სტატიები