Belive

ფელის ვისენტე: "ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, "ფეიენოორდთან" განცდილი მარცხის შემდეგ, თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ, პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა: "ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით, 79-ე წუთამდე თამაშში ვიყავით, თუმცა შემდეგ სამი გოლი გაგვივიდა და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ფსიქოლოგიურ მზადყოფნას რაც შეეხება, ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და მათ ამ კუთხით პრობლემა არ აქვთ, ვთვლი რომ წითელ ბარათს შულაია არ იმსახურებდა, თუმცა ეს ფეხბურთია და უნდა შევეგუოთ. შენგელია ჩვენი გუნდისთის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა შესვენებაზე საჭიროდ ჩავთვალე რომ სხვა ტაქტიკით მეთამაშა და შენგელია ამიტომ გავიდა, ტრავმა არაფერ შუაშია.  მინდა ვთქვა რომ გუნდში ყველა ფეხბურთელი თამაშისთვის მზადაა, ამიტომ ვერ ვიტყვი მეორე შეხვედრაში ვინ ითამაშებს, 79-ე წუთამდე კარგად ვითამაშეთ, ამიტომ თბილისში იმედიანად ვიქნებით და გამარჯვებას ვეცდებით."

სხვა სტატიები