Belive

ფელის ვისენტე: "ძალიან სამწუხაროა, რომ გულშემატკივრების გარეშე ვიასპარეზებთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
15 აგვისტოს, 20:30-ზე, დინამო თბილისსა და "ფეიენოორდს" შორის გასამართი შეხვედრის წინასამატჩო თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ, რამდენიმე საკითხზე ისაუბრა: "ძალიან მნიშნველოვანი თამაშია, შედეგი არც ისე სასურველია, თუმცა ვიბრძოლებთ და ვეცდებით რომ თამაში შემოვაბრუნოთ. 40 წუთის განმავლობაში დინამო თბილისმა როტერდამში კარგად ითამაშა, თუმცა შემდეგ მოხდა ისეთი რაღაცეები რაც სეზონში მხოლოდ ერთხელ ხდება, გაძევება, ავტოგოლი, პენალტი. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ვაპირებთ რომ მოწინააღმდეგეს შევუტიოთ" როგორც უკვე აღვნიშნე, მართალია 1-0-ს ვაგებდით, თუმცა მატჩი ცუდად არ მიმდინარეობდა. ვინც ითამაშა, მათ მაქსიმალური გააკეთეს. ხვალ გამოვლენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც სრულ მზადყოფნაში იქნებიან. შულაიას შემცვლელ ფეხბურთელს ვერ დავასახელებ, რადგან ამით მოწინააღმდეგეს უპირატესობას მივცემ. ვინც მომზადებული იქნება ის დაიკავებს მის ადგილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხვალ გულშემატკივრები არ გვეყოლება, ვიცით რომ ეს ფანებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ძალიან კარგი იქნებოდა მათი ყოფნა სტადიონზე, მაგრამ ვეცდებით ისინი გავახაროთ იქ სადაც იქნებიან. ასევე მინდა დიდი წარმატება ვუსურვო "საბურთალოს", რომელიც დღეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს"  

სხვა სტატიები