Belive

ფელის ვისენტე:"ქართველ გულშემატკივარს ვპირდები რომ ხვალ ყველანი 200%-ით დავიხარჯებით"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ფელის ვისენტემ, "ფეიენოორდთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა. "ჩვენ ვემზადებით ამ თამაშისთვის, იმედი მაქვს ხვალ ყველაფერი კარგად იქნები, რაც მთავარია ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და ძირითადი შემადგენლობის შესახებ ხვალ ჩამოვყალიბდებით. "ფეიენოორდის" ახალწვეულების შესახებ ინფორმაცია რა თქმა უნდა გვაქვს, მოედანზე გამოჩნდება თუ რა შეუძლიათ მათ და მთლიანად ჰოლანდიურ გუნდს. ხვალ რა თქმა უნდა რთული მატჩი გველის, "ფეიენოორდი" ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ჩვენ ძალებს ვგრძნობთ, კარგ ფორმაში ვართ და შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ერთს დარწმუნებით გეტყვით, რომ ფეხბურთელები მოედანზე 200%-ით დაიხარჯებიან. კომენტარი გააკეთა დინამო თბილისის მეკარემ, ხოსეპ პერალესმაც: "როგორც უკვე მწვრთნელმა აღნიშნა, ძალიან რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ხვალ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

სხვა სტატიები