ფენერბაჰჩეს იოზილის დამატება სურს

26
ნახვა

თურქული “ფენერბაჰჩე” ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს.

თურქები მესუთ იოზილის გადაბირებას ცდილობენ. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა. იოზილმა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 20 მატჩი დაიწყო, რაც მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2007-08 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც გერმანიის “ბუნდესლიგაში” თამაშობდა.

წყაროს ცნობით, “ფენერბაჰჩეს” გაუჭირდება იოზილის ყიდვა, თუმცა თურქული კლუბი გერმანელი ნახევარმცველის იჯარით აყვანას ეცდება.

“ფენერბაჰჩე” გასულ სეზონში თურქეთის სუპერ ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა. აქედან გამომდინარე, ისინი ახალი გუნდის შენებას იწყებენ.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” უკვე გაყიდა აარონ რემსი, ხოლო პეტერ ჩეხმა კარიერა დაასრულა.

(26)

ფენერბაჰჩეს იოზილის დამატება სურს

სტატიის ავტორი
-