Belive

ფენერბახჩე მილიონს იხდის - თურქეთში კიტეიშვილის ტრანსფერზე წერენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქულ მედიაში, ოთარ კიტეიშვილის "ფენერბახჩეში" შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად საუბრიბენ. hurriyet.com.tr საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს სტამბულური კლუბის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ასახელედბს და წერს, რომ ის მომავალ სეზონს უკვე "ფენერში" დაიწყებს. გრაცის "შტურმის" მეათე ნომრის სათამაშო შესაძლებლობების დასტურად თურქული პრესა შოთა და არჩილ არველაძეების დახასიათებას იყენებს, რომლებმაც 24 წლის შემტევზე დადებით კონტექსტში ისაუბრეს. "როგორც შოთამ, ისე აჩიმ კიტეიშვილის შესახებ ძალიან პოზიტიური კომენტარი გააკეთეს, როგორც ჩანს ის შემდეგი სეზონიდან "ფენერბახჩეს" ათიანი გახდება. მის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მხარეები მოლაპარაკებებში აქტიურად არიან ჩაბმულნი. სავარაუდოდ, ტრანსფერის ღირებულება 1 მილიონი ევრო იქნება", - წერს hurriyet.com.tr-ი. "დინამო თბილისის" ყოფილმა ფეხბურთელმა ავსტრიულ კლუბში 2 წელიწადში 66 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ზუსტად 2 წელიწადში სრულდება.

სხვა სტატიები