Belive

ფენერბახჩემ იოზილი წარადგინა: გერმანელი უცნაური ნომრით ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ფენერბახჩემ" კლუბის ვარსკვლავური ახალწვეული მესუთ იოზილი ოფიციალურად წარადგინა.

პრეზენტაციიდან, რომლის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც სოციალურ ქსელში განთავსდა, აჩვენებს, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში საკმაოდ უცნაური, 67-ნომრიანი მაისური აირჩია. აქამდე, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს ოთხი სხვადასხვა ნომრით უთამაშია, ესენია: 17, 23, 11 და 10. ათნომრიანი მაისურით თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი მადრიდის "რეალსა" და "არსენალში" ბოლო ორ სეზონში თამაშობდა, მეთერთმეტე ნომერს კი ის ყველაზე ხანგრძლივად, "ვერდერსა" და "მეთოფეებში" მისი ასპარეზობის პირველ წლებში ირგებდა. 32 წლის გამთამაშებელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა, მაგრამ მხარეებმა ის ნაადრევად, იანვარში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ამრიგად სტამბულურმა კლუბმა ფეხბურთელი უფასოდ მიიღო. იოზილის კონტრაქტი "ფენერთან" ძალაში 2024 წლის ზაფხულამდე იქნება.

სხვა სტატიები