Belive

ფენერბახჩემ კოკუ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფილიპ კოკუმ თურქული "ფენერბახჩე" დატოვა - ჰოლანდიელი სპეციალისტის გათავისუფლების მთავარი მიზეზი საკუთარ მოედანზე "ანკარაგიუჯუსთან" ანგარიშით 1:3 დამარცხება გახდა. თურქეთის ჩემპიონატში გამართული 10 შეხვედრის შემდეგ "ფენერბახჩე" მეთხუთმეტე პოზიციას იკავებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 16 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 4 მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება. 47 წლის სპეციალისტმა "ფენერბახჩეს" გაყვანა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ შეძლო. "ევროპა ლიგაზე" კი გუნდს 3 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს მოპოვებული. შეგახსენებთ, თურქეთში გადასვლამდე ფილიპ კოკუ "პსვ-ს" 4 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

სხვა სტატიები