“ფენომენო” ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს

631
ნახვა

ინგლისურმა გამოცემამ Sportbible ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.

მკითხველებს თავიანთი რჩულების დასახელება 4 ფეხბურთელიდან შეეძლოთ: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდო, ტიერი ანრი და ალან შირერი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 39 590-მა ადამიანმა მიიღო, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა კი ხმების 60%-ით ხალხის ფავორიტი გახდა.

მე-2 ადგილზეა ტიერი ანრი, მე-3 პოზიცია ალან შირერს ერგო, ბოლოზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გავიდა.

(631)

“ფენომენო” ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს

სტატიის ავტორი
-