Belive

"ფენომენოს" ოცნების თერთმეტეული

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილელმა თავდამსხმელმა რონალდო ნაზარიომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა. "ფენომენო" დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. რასაც ბრაზილელი მოედანზე წლების მანძილზე აკეთებდა, უბრალოდ საოცრება იყო. რომ არა უმძიმესი ტრავმები, შესაძლოა რონალდო კიდევ უფრო ბევრად დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ორგზის "ოქროს ბურთის" მფლობელმა საკლუბო დონეზე 352 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში (1994-2011წწ.) 98 შეხვედრაში 62 გოლი. "ფენომენომ" ითამაშა ისეთი გუნდების შემადგენლობაში, როგორებიცაა "კრუზეირო", "პსვ", "ბარსელონა", "ინტერი" "რეალი", "მილანი" და "კორინთიანსი". ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს რონალდოს მსგავსი ლეგენდების მიერ შერჩეული საუკეთესო თერთმეტეული. FATV-თან საუბრისას რონალდომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა, გუნდი ყველა პოზიციაზე უძლიერესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.  მეკარის პოზიციაზე რონალდომ "იუვენტუსის" ლეგენდარული კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა. რაც შეეხება დაცვას, ფლანგებზე რობერტო კარლოსი და კაფუ შეარჩია, ხოლო ცენტრალურ მცველებად ლეგენდარული იტალიელები - პაოლო მალდინი და ფაბიო კანავარო. ნახევარდაცვაში რონალდოს ოცნების თერთმეტეულში შედიან ზინედინ ზიდანი და ანდრეა პირლო, შეტევის ფლანგებს "ფენომენომ" ორი არგენტინელი - დიეგო მარადონა და ლეო მესი შეურჩია, მათ წინ კი ცენტრალურ თავდამსხმელებად საკუთარი თავი და პელე დაასახელა.

რონალდოს რჩეული თერთმეტეული საოცარი ფებურთელებითაა დაკომპლექტებული, ამ გუნდის შეჩერება ნებისმიერისთვის გადაუჭრელი ამოცანა იქნებოდა. ცნობისთვის, რონალდომ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და 2-ჯერ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გახდა (1994,2002წწ.) ჯამში, სამ მსოფლიო ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები