Belive

ფერან ტორესი ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი, ფერან ტორესი ბარსელონაში ჩაფრინდა, სადაც ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება. ,,ბარსელონა'' ფერანის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს (პლუს 10 მილიონი ბონუსის სახით) გადაიხდის და ფორვარდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მიმდინარე სეზონში ფერან ტორესის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ესპანელს ,,ქალაქელებთან'' კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


სხვა სტატიები